ტრამპი – ჩანაწერის გამოქვეყნებაზე: ეს სტანდარტული მოლაპარაკებების ნაწილია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ბლუმბერგის” მიერ გამოქვეყნებული სტიფ უიტკოფისა და იური უშაკოვის ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა.
ტრამპი აცხადებს, რომ ამგვარი ქმედებები მის დიპლომატიურ გუნდს სრულიად ჩვეულებრივ საქმიანობად მიაჩნია და ეს სტანდარტული მოლაპარაკებების ნაწილია.
„ეს სრულიად სტანდარტული მოლაპარაკების პროცედურაა. უიტკოფმა უნდა მოახერხოს შეთავაზების გაყიდვა უკრაინაზე. შემდეგ ყველაფერი უნდა აუხსნას და დაამტკიცებინოს რუსეთს. სწორედ ეს არის შუამავლის სამუშაო — გააცნო და დაარწმუნო მხარეები. ამ პროცესში არაფერია განსაკუთრებული ან საეჭვო. ელჩი უბრალოდ ასრულებს თავის ამოცანას და მოლაპარაკებებს წარმართავს სტანდარტული წესებით”,- განმარტა ტრამპმა.