ტრამპმა სამშვიდობო გეგმის მისაღებად უკრაინისთვის დაწესებული ვადა გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს განსაზღვრული ვადა თავდაპირველად შემუშავებული 28-პუნქტიანი შეთავაზების მისაღებად,- ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

როგორც მედია აღნიშნავს, ტრამპმა მკვეთრად შეარბილა მანამდე გაკეთებული მინიშნებები, თითქოს შეთანხმება მადლიერების დღემდე უნდა შემდგარიყო.

“ჩემთვის ბოლო ვადა ის არის, როცა ყველაფერი დასრულდება”,- თქვა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევთან მოლაპარაკებებში პროგრესს აღწევენ.

ამასთან, Financial Times-ის ცნობით, 28-პუნქტიანი გეგმა ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის დელეგაციებს შორის განხილვებისას 19 პუნქტამდე შემცირდა.

ტრამპის თქმით, მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მომავალ კვირაში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები