აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ოქტომბერში სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვთან, რომელსაც უკრაინაში ომის დასამთავრებლად ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მსგავსი გეგმის შემუშავება შესთავაზა,- ამის შესახებ ჩანაწერი Bloomberg-მა გაასაჯაროვა.
გამოცემის თქმით, ამერიკის “სამშვიდობო შეთანხმების” 28 პუნქტი შედგენილია კირილ დიმიტრიევის და იური უშაკოვის მიერ, რომელიც სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარმოაჩინა, როგორც ამერიკული სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი.
როგორც მედია აღნიშნავს, უიტკოფისა და უშაკოვის სატელეფონო საუბრის ჩანაწერიდან ნათელი გახდა, რომ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს ურჩევდა, თუ როგორ უნდა ესაუბრა უკეთ პუტინს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.
14 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, სტივ ვიტკოფმა პუტინის მრჩეველს, იური უშაკოვს რამდენიმე კონკრეტული რჩევა მისცა, რომ ზარი უნდა განხორციელებულიყო დონალდ ტრამპის ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე, რათა წინასწარ ემოქმედათ ამერიკის პოზიციაზე და ეფექტურად წარედგინათ ტრამპისთვის იდეა, რომ რუსეთი თითქოს უკვე მზად იყო ახალი სამშვიდობო გეგმისთვის.
უიტკოფის მითითებებს შორის იყო რჩევები თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტამდე ტრამპი-პუტინის ზარის გამართვის შესახებ და ტრამპთან საუბრის საწყის წერტილად ღაზაში მიღწეული შეთანხმების გამოყენებაზე.
თავის მხრივ, უშაკოვმა, როგორც მედია აენიშნავს, ტრამპის წარმომადგენლის რჩევები გაითვალისწინა და თქვა, რომ პუტინი ტრამპს “მიულოცავს” და იტყვის, რომ “ბატონი ტრამპი ნამდვილი მშვიდობის კაცია”.
საბოლოოდ უშაკოვი დაეთანხმა, რომ ასეთი სცენარი იმედისმომცემად გამოიყურება და მიიღო უიტკოფის რჩევა მომავალ ზარამდე.