ევროპულმა ქვეყნებმა თავად თქვეს უარი, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა გამოეყენებინათ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვი გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრიზისის მოგვარებას მათი პირდაპირი მონაწილეობის გარეშე.
“თქვენ გქონდათ თქვენი შანსები, ბიჭებო.
ყოველ ჯერზე, როცა პროგრესი იყო მიღწეული, შეთანხმებები ჩაიშალა. ევროპა ყველა ასპექტში ჩავარდა, დაწყებული 2014 წლიდან“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამორიცხა გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებში.
ლავროვმა, ასევე, განმარტა რუსეთის მიერ უკრაინისთვის აშშ-ის გეგმის მიტოვების პირობები. მან განაცხადა, რომ სიტუაცია შეიცვლება, თუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმიდან ალასკის სამიტის შეთანხმებები იქნება ამოღებული.