ანდრეი ერმაკი: უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე უარს არ იტყვის

უკრაინა მომავალში ნატოში გაწევრიანების კონსტიტუციურ ვალდებულებაზე უარს არ იტყვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა Axios-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების „სამშვიდობო გეგმაზე“ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თავდაპირველი „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინისგან ნატოს წევრობაზე უარის თქმას მოითხოვდა. კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ასევე უარი უნდა ეთქვა საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს ჯარების განლაგებაზე.

ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა ნატოსკენ მიმავალ გზაზე უარს არ იტყვის, თუმცა დასძინა:

„ჩვენ რეალობაში ვცხოვრობთ. ჩვენ ნატოს წევრები არ ვართ“, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ „სამშვიდობო გეგმის“ განახლებულ პროექტში შედიოდა უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები უკრაინას მიაწვდიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს „იურიდიულად სავალდებულო“ გარანტიებია. ამასთან, იერმაკმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა მათი ოფიციალურ შეთანხმებაში განთავსების იდეას დადებითად უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები