უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იდეა, რომ კიევის ევროპელი მოკავშირეები შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პოტენციურ შეხვედრას შეუერთდნენ, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ომის დასრულების წინადადების საბოლოო შემუშავებას.
„მზად ვარ, პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე – არსებობს მგრძნობიარე საკითხები განსახილველად, ისინი ჯერ კიდევ გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ევროპელი ლიდერების ყოფნა შეიძლება სასარგებლო იყოს. უკრაინას აქვს ჟენევაში ჩვენი გუნდების მიერ შემუშავებული ჩარჩო. ეს ჩარჩო მაგიდაზეა და მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის პირადი მონაწილეობით, ევროპასთან ერთად, ლიდერებთან ერთად, და ყველა პარტნიორთან ერთად, ვისაც დახმარების ძალა და შესაძლებლობა გააჩნია“, – განუცხადა ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციას“ – უკრაინის მთავარი მოკავშირეების ალიანსს.