უკრაინა აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდა, რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს – ABC

უკრაინა შეერთებულ შტატებთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების პირობებს დათანხმდა,- ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომელმაც ABC News-თან ისაუბრა.

„უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. არსებობს რამდენიმე მცირე დეტალი, რაც გასარკვევია, მაგრამ ისინი შეთანხმებას დათანხმდნენ“,- განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

როგორც მედია აღნიშნავს, ჟენევაში უკრაინისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმა 28 პუნქტიდან 19 პუნქტამდე შემცირდა. ახალი ვერსიით, ამოღებულია ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის ამნისტიის შესახებ დებულებები და უკრაინის სამხედრო ძალების სამომავლო რაოდენობის შეზღუდვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები