დაქორწინებული წყვილი 24 წელია, Mario-ს ყოველდღე თამაშობს
მაიკ და ეიპრილ რაიანები, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულიდან, თავიანთი უნიკალური სათამაშო ტრადიციით გახდნენ ცნობილები. ისინი 2001 წლიდან ყოველდღე თამაშობენ Mario Kart 64-ს.
ის, რაც 20 წელზე მეტი ხნის წინ უბრალო მეგობრული შეჯიბრებით დაიწყო, ყოველდღიურ რიტუალად იქცა, რომელსაც ისინი არასდროს ღალატობენ.
წყვილი, როგორც წესი, Nintendo 64-ზე Battle Mode-ს თამაშობს და გამარჯვებებისა და წაგებების მუდმივ ანგარიშს აწარმოებენ. ბოლო მონაცემებით, წყვილმა 10 000-ზე მეტი მატჩი ითამაშა.
რაიანების თქმით, ეს ტრადიცია სამსახურის შემდეგ განტვირთვის საშუალებად დაიწყო და შემდეგ მათ დაურღვეველ ჩვევად, ერთმანეთთან სიახლოვის შენარჩუნების საშუალებად იქცა.
მოგზაურობისას ან ცხოვრებისეული სირთულეების დროსაც კი, ისინი მაინც პოულობდნენ დროს ერთი თამაშისთვის.