„პოლიტიკო“ – მარკო რუბიო კაია კალასთან შეხვედრაზე უარს აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარს აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციასთან მისი ზოგჯერ რთული ურთიერთობის გამო, ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ყურადღების ცენტრში ვერ მოხვდა.

„ორი სხვა ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც კი, ტრამპის გუნდის ყველაზე პროევროპელი წევრი, რომელმაც შეცვალა ტრამპის უკრაინის მოლაპარაკებების კურსი, უარს ამბობს კალასთან ორმხრივი შეხვედრების გამართვაზე. თუმცა, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ის დაკავებულია ცუდი პოლიციელის როლის თამაშით, წევრი სახელმწიფოების სცენის მიღმა მობილიზებით“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები