ახალი ზელანდიის უმაღლეს მწვერვალზე ორი მთამსვლელი დაიღუპა
ახალი ზელანდიის უმაღლეს მწვერვალ აორაკზე ორი მთამსვლელი დაიღუპა, იმავე ჯგუფიდან კიდევ ორი ადამიანი კი გადაარჩინეს,- ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა.
ადგილობრივი რეგიონული პოლიციის მეთაურმა, ინსპექტორმა ვიკი უოკერმა განაცხადა, რომ მთამსვლელების ცხედრები იპოვეს და სპეციალიზებული მაშველები „რთულ ალპურ გარემოში“ მათ ამოსაყვანად მუშაობენ.
არცერთი მთამსვლელის ვინაობა საჯაროდ არ გახმაურებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი თოკით იყო დაკავშირებული, როდესაც ისინი აორაკის მწვერვალთან, რომელიც ასევე კუკის მთას უწოდებენ, ახლოს დაეშვნენ.