თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის გეგმის კრიტიკოსები უკრაინაში კონფლიქტით სარგებლობენ
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმის კრიტიკოსები, მათ შორის რამდენიმე ამერიკელი სენატორი, შესაძლოა, უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებით სარგებლობდნენ.
„ეს [აშშ-ის გეგმის კრიტიკა] მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რაზე საუბრობენ, ან მათგან, ვინც საკუთარ ინტერესებს მაღლა აყენებენ. შესაძლოა, მათ არ სურთ ომის დასრულება. შესაძლოა, ისინი ამით მოგებას იღებენ“, – თქვა მან თეთრ სახლში.