ბრაზილიაში ექიმებმა პაციენტის შარდის ბუშტიდან 35 კენჭი ამოიღეს
ბრაზილიაში 60 წლის მამაკაცს ორსაათიანი ოპერაციის შედეგად შარდის ბუშტიდან 35 კენჭი ამოუღეს. შემთხვევა მინას ჟერაისის შტატში, კაპინოპულოსის კლინიკაში დაფიქსირდა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტი წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით გაზიან სასმელს იღებდა, რაც კენჭების ფორმირების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად დასახელდა.
ექიმის განმარტებით, მამაკაცი ყოველდღიურად ორიდან სამ ლიტრამდე ტკბილ გაზიან სასმელს სვამდა, რაც კენჭების მასობრივ დაგროვებას უწყობდა ხელს. დიდი რაოდენობით შაქრიანი და გაზიანი სასმელები არღვევდა მის მეტაბოლურ ბალანსს, რამაც ხელი შეუწყო მინერალების დაგროვებას და კენჭების წარმოქმნას.
ოპერაციის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.