საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, ციხეში გატარებული 20 დღის შესახებ მემუარებს გამოაქვეყნებს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ციხეში გატარებული სამი კვირის შესახებ წიგნს გამოსცემს სახელწოდებით „პატიმრის დღიური“.

მისმა გამომცემელმა „ფაიარდმა“ განაცხადა, რომ ციხის მემუარები 216 გვერდიანია და მაღაზიებში 10 დეკემბერს გამოჩნდება.

წიგნიდან ციტატა თიზერის სახითაც გამოქვეყნდა: „ციხეში არაფერია სანახავი და არაფერია გასაკეთებელი“.

შეგახსენებთ, სახელმწიფოს ყოფილი მეთაური, რომელიც საფრანგეთს 2007 წლიდან 2012 წლამდე მართავდა, 25 სექტემბერს დამნაშავედ ცნეს 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მოპოვების სქემასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი შეთქმულებისთვის. პარიზის სასამართლომ მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის 10 ნოემბერს სააპელაციო საჩივრის განხილვამდე გაათავისუფლეს.

სარკოზის მიერ გამამტყუნებელ განაჩენზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი 2026 წლის 16 მარტიდან 3 ივნისამდეა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები