ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია
ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით 200-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.
“ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც.
ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი.
დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.