ნიგერიაში, სკოლიდან გატაცებული 315 ბავშვიდან, ორმოცდაათი გამტაცებლებს გაექცა

ნიგერიის შტატ ნიგერიაში, კათოლიკური სკოლიდან შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული 315 ბავშვიდან 50 გაიქცა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

როგორც მედია აცხადებს, ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ.

დარჩენილი 265 ბავშვისა და 12 მასწავლებლისთვის სამხედროების ხელმძღვანელობით მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ნიგერიის რამდენიმე შტატის ხელისუფლებამ სკოლების დახურვის ბრძანება გასცა. გატაცებების სერიის საპასუხოდ, ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა ტინუბუმ დამატებით 30 000 პოლიციელის დაქირავების ბრძანება გასცა.

რომის პაპმა ლეო XIV-მ ფაქტის გამო „უდიდესი მწუხარება“ გამოთქვა. გატაცებულების გათავისუფლებისკენ მოტივით, ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.

როგორც “ბიბისი” წერს, ნიგერიის ბევრ ნაწილში გამოსასყიდის მისაღებად ადამიანების გატაცება კრიმინალური დაჯგუფებების მიერ, რომლებიც ადგილობრივად ბანდიტების სახელით არიან ცნობილები, სერიოზულ პრობლემად იქცა.

ნიგერიის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად საზღვარგარეთ ვიზიტები გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები