“მარიხუანას მოხმარება 6-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის და 4-ჯერ – იშემიური ინსულტის რისკს!” – ინფექციონისტი

“მარიხუანას მოხმარება 6-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის და 4-ჯერ – იშემიური ინსულტის რისკს!”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბუწაშვილი განმარტავს, მარიხუანას მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და მოსახლეობაში უფრო და უფრო მეტად მკვიდრდება აზრი მისი უვნებლობის შესახებ.

“თუმცა, არაერთი კვლევა ადასტურებს მის მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

წელს გამოქვეყნდა აშშ-ში ჩატარებული ფართომასშტაბიანი, მულტიცენტრული კვლევის შედეგები კანაბისის მიერ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის მკვეთრად გაზრდის შესახებ. კვლევა ჩატარდა 50 წლამდე ადამიანებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკები არ ქონდათ (ანუ არ იყვნენ თამბაქოს მომხმარებლები, ქოლესტერინი და წნევა ქონდათ ნორმალური და ა.შ).

ეს იყო რეტროსპექტული კოჰორტული კვლევა, რომელიც ერთმანეთს ადარებდა კანაბისის მომხმარებლებსა და არამომხმარებლებს შორის (92 ათასი მომხმარებელი და 4 მილიონი არამომხმარებელი ადამიანი) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირეს.

კვლევამ გამოავლინდა, რომ კანაბისის მომხმარებლებში ინფარქტის რისკი 6-ჯერ მაღალია არამომხმარებლებთან შედარებით და მათში ინფარქტის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი 5-ჯერ მაღალია.

რაც შეეხება ინსულტს, მომხმარებლებს 4.3-ჯერ მაღალი აქვთ რისკი და გადარჩენის შანსი 5-ჯერ ნაკლები არამომხმარებლებთან შედარებით”, – წერს ინფექციონისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები