ექიმი – ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას მომხდარ ტრაგედიაზე: დაშავებულის მდგომარეობა არის საყურადღებო, რჩება ჩვენს კლინიკაში ინტენსიური მკურნალობისა და მეთვალყურეობის ქვეშ
გუშინ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე ტრაგედია მოხდა – სოფელ წკერესში ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ ხუთი ადამიანი მოჰყვა.
მომხდარის შედეგად, თურქმენეთისა და ჩინეთის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, განის ერთი მოქალაქე ჯერ გუდაურის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“პაციენტი სამშენებლო-საგზაო სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა. ამ ეტაპის მდგომარეობით, ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ამ დროისთვის, თავის, გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, ჯერჯერობით. რჩება ჩვენს კლინიკაში ინტენსიური მკურნალობისა და მეთვალყურეობის ქვეშ”, – აღნიშნა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, ბეჟან ხოზრევანიძემ.
შეგახსენებთ, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.