ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: ფაქტობრივად, კვლევა ამბობს, რომ დემოკრატიულმა სისტემამ, მმართველობის ამ ფორმამ, ხალხის თვალში საკუთარი თავი ამოწურა – კვლევის, ანუ “დიპ სტეიტის” ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, რადგან სწორედ ჭეშმარიტმა დემოკრატიამ შექმნა ევროკავშირის ყველა ჯანსაღი ღირებულება

კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ Ipsos – ის კვლევის მთავარ აქცენტებს, რომელიც “დიპ სტეიტმა” შემოგვთავაზა – გარდა იმისა, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავს უკიდურეს უკმაყოფილებას დემოკრატიული მმართველობის მიმართ, მათ მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვნად, საშიშად ესახებათ. ფაქტობრივად, კვლევა ამბობს, რომ დემოკრატიულმა სისტემამ, მმართველობის ამ ფორმამ, ხალხის თვალში საკუთარი თავი ამოწურა, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილი Ipsos-ის კვლევას ხაფანგს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო ამაში არ უნდა გაებას.

“კვლევის, ანუ “დიპ სტეიტის” ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, რადგან სწორედ ჭეშმარიტმა დემოკრატიამ შექმნა ევროკავშირის ყველა ჯანსაღი ღირებულება. ის, რითაც ევროპა მუდამ ამაყობდა – ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა, თავისუფალი არჩევნები, ქრისტიანული ფასეულობების პატივისცემა, კონკურენტუნარიანი ბაზარი და ჯანსაღი ეკონომიკა – ეს ყოველივე ხალხის მმართველობის შედეგი იყო. ჭეშმარიტი დემოკრატიით შექმნეს ერთმანეთზე უკეთესი და მდიდარი ქვეყნები ევროპელებმა, ხოლო, მდიდარმა ოლიგარქიულმა ოჯახებმა დემოკრატია გამოშიგნეს, ხალხის მმართველობა აგენტურის მმართველობით ჩაანაცვლეს, აგენტების ხელით ქვეყნები გააღარიბეს და გადაგვარების პირას მიიყვანეს, დღეს კი გვიმტკიცებენ, რომ თურმე – დემოკრატიამ ვერ და ვერ გაამართლა”,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები