ირანში საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არეულობა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და საერთაშორისო მედიამ გაავრცელეს.
ცნობების თანახმად, დაპირისპირებები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში განვითარდა.ირანის დასავლეთ პროვინცია ლორესტანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის დროს სამი მომიტინგე დაიღუპა და 17 დაშავდა.
საპროტესტო გამოსვლები ეკონომიკურ პრობლემებს, მათ შორის ფასების ზრდასა და სოციალურ სირთულეებს უკავშირდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას ითხოვენ.
ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სახელმწიფო მედიის ცნობით, საპროტესტო აქციებზე სტუდენტები დააკავეს.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალები მოქმედებდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, უფლებადამცველი ორგანიზაციები ძალის გადამეტების შემთხვევებზე მიუთითებენ.
ქვეყანაში არსებული ვითარება კვლავ დაძაბულია.