დავით ჩიხელიძე: Ipsos-ის კვლევის მიხედვით, დასავლეთის ქვეყნებში ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა საკუთარ ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დონით, რაც ცხადყოფს, რომ დღეს დასავლურ ქვეყნებში ფუნქციონირებს მოჩვენებითი, ფორმალური დემოკრატია, რომელიც არა ხალხს, არამედ გავლენის ჯგუფების ინტერესებს ემსახურება
ექსპერტი დავით ჩიხელიძე Ipsos-ის ახალ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც დასავლეთის ქვეყნებში ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა საკუთარი სახელმწიფოში არსებული დემოკრატიის ხარისხით.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მონაცემები ცხადყოფს, რომ დასავლურ ქვეყნებში დღეს მხოლოდ მოჩვენებითი და ფორმალური დემოკრატია ფუნქციონირებს, რომელიც ხალხის ნაცვლად გავლენის ჯგუფების ინტერესებს ემსახურება.
„Ipsos-ის კვლევის მიხედვით, დასავლეთის ქვეყნებში ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა საკუთარ ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დონით. რაც ცხადყოფს, რომ დღეს დასავლურ ქვეყნებში ფუნქციონირებს მოჩვენებითი, ფორმალური დემოკრატია, რომელიც არა ხალხს, არამედ გავლენის ჯგუფების ინტერესებს ემსახურება!
როდესაც ევროპის ქვეყნების, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები უკვე ღიად აცხადებენ, რომ დემოკრატიული პროცესები მათ ქვეყნებში ვერ უზრუნველყოფს ხალხის ხმას, ძალიან პარადოქსულად და სასაცილოდაც კი ჟღერს ამ ქვეყნების ხელისუფლების მიერ საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე გაკეთებული ზედაპირული და მიკერძოებული კრიტიკა.
დასავლეთის კრიტიკის პარალელურად, სწორედ საქართველო არის იშვიათი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევროპაში (საერთაშორისო კვლევები) ხშირად გამოარჩევენ სიტყვის თავისუფლებით, კანონმდებლობის სიმსუბუქით, არჩევნების პროცესის გამჭვირვალობით, კონკურენტული გარემოთი და იმით, რომ მოქალაქისთვის პოლიტიკური პროცესები ღია არის!
დღევანდელი მოცემულობით, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველო ევროპის ქვეყნებს, მრავალ კომპონენტში უსწრებს, რამდენად სამართლიანია მათი კრიტიკა და რამდენად ობიექტურია ის სტანდარტები, რომლებსაც ისინი საქართველოს უყენებენ?“ – წერს ჩიხელიძე.