ზესტაფონის მერია სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოასპარეზე წარმატებულ სპორტსმენებს ფულად ჯილდოს გადასცემს
მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონებს და პრიზიორებს შეხვდა.
მერმა სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი სპორტსმენების მხარდაჭერას და წახალისებას თვითმმართველობა ყოველთვის დაუჭერს მხარს.
“ზესტაფონელმა სპორტსმენებმა საქართველოს სახელი საერთაშორისო სარბიელზე ღირსეულად გაიტანეს და არაერთხელ ააჟღერეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი. მჯერა, რომ მომავალშიც ვიამაყებთ მათი წარმატებით. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კი ყოველთვის იქნება მათი მხარდამჭერი”, – აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.
წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრას, ზესტაფონის მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილი, ასევე სასპორტო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმატებულ სპორტსმენთა შორის არიან:
შალვა გურეშიძე – ძიუდოს ევროპის ჩემპიონი გუნდურ შეხვედრაში. ბრინჯაოს პრიზიორი;
უჩა ტაბატაძე – ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი;
თენგიზ ხიდაშელი – ევროპის უნივერსიადის ჩემპიონი ძიუდოში;
ირაკლი მახათაძე – მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში;
ნოდარ სვიანაძე – ევროპის ჩემპიონი სამბოში. მსოფლიო ჩემპიონატის, ბრინჯაოს პრიზიორი;
გაგა ჯუღელი – ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სამბოში;
ფრიდონ შარიქაძე – ყაზახეთის ტრადიციული ჭიდაობის ( კურესი) ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი;
მურმან ჭიჭანაძე ( სამოყვარულო კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი).