გიორგი სვანიძე: ბოლნისის თეატრი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრმა მაყურებელს მორიგი საინტერესო და ემოციური პრემიერა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
რეჟისორ თეა შეყილაძისა და მთავარი რეჟისორის, ლაშა ნოზაძის ერთობლივი ნამუშევარი, ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია”, მაყურებლის წინაშე ახალი სცენური ხედვით წარდგა.
საპრემიერო ჩვენებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ შემოქმედებით გუნდსა და მსახიობებს წარმატებული პრემიერა მიულოცა და აღნიშნა, რომ ბოლნისის თეატრი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ბოლნისის თეატრი მუდმივად გვთავაზობს მაღალპროფესიონალურ და შინაარსიან დადგმებს. დღევანდელი პრემიერა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი თეატრალური დასის შემოქმედებით შესაძლებლობებს. მადლობა თითოეულ მსახიობს, რეჟისორსა და თეატრის თანამშრომელს იმ ემოციებისთვის, რომელიც მაყურებელს აჩუქეს”, – განაცხადა გიორგი სვანიძემ.