გია აბაშიძე – მარკო რუბიოს განცხადებაზე: მრავალმხრივად დაკნინებული ევრობიუროკრატია ბედავს და საერთაშორისო სამართალს ასწავლის მის ლოკომოტივს – აშშ-ს

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მარკო რუბიოს განცხადებას ეხმიანება, სადაც რუბიო აღნიშნავს, მას არ ჰგონია, “ევროკაშირმა უნდა განსაზღვროს თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. ევროკავშირი ვერ გვასწავლის, როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება.“

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ევროკავშირის სისტემაში დღეს ფიქსირდება ყველა ის ნიშანი, რომელიც ისტორიულად იმპერიების დასუსტებას ახასიათებს — პოლიტიკური და მორალური კრიზისი, ეკონომიკური ინერტულობა, შიდა დაპირისპირება და იდენტობის დაკარგვა.

„მრავალმხრივად დაკნინებული ევრობიუროკრატია ბედავს და საერთაშორისო სამართალს ასწავლის მის ლოკომოტივს, აშშ-ს და ამ დროს სახეზეა (ევრო)იმპერიის მილევადობის მკაფიო ნიშნები.
ვითომ მორალისტი ევროკრატები უნდა იცნობდნენ იმპერიების დასუსტება – გაქრობაზე ისტორიკოსთა და სპეციალისტთა შეფასებებს. კერძოდ: პოლიტიკური დაცემა და კორუფცია;
სამოქალაქო ღირსების დაკარგვა; არაეფექტური მმართველობა; შიდა მწვავე დაპირისპირება; ლეგიტიმურობის კრიზისი.
ეკონომიკური სისუსტე; დაპყრობაზე ან ექსპლუატაციაზე ზედმეტი დამოკიდებულება; უთანასწორობის ზრდა; პროდუქტიული ინოვაციების შემცირება.
ჭარბი სამხედრო დაძაბულობა და ამის ფონზე მმართველობის დაკნინება; დაქირავებულ ჯარისკაცებზე ან დამხმარე ძალებზე დამოკიდებულება;
დისციპლინისა და მორალის ეროზია;
სამხედრო სფეროში ტექნოლოგიური სტაგნაცია.
კულტურული და მორალური გამოფიტვა; საერთო იდენტობის ან მიზნის დაკარგვა; ცინიზმი ცვლის პატრიოტიზმს; ხელოვნებისა და ინტელექტის დაკნინება; ფუძემდებელი ფასეულობებისა და სათნოებებისგან გათიშვა.
გარე ზეწოლა და სისტემური შოკი, კონკურენტი ძალები ძლიერდებიან; მიგრაციის ან შემოჭრის ზეწოლა; სავაჭრო მარშრუტებზე ან რესურსებზე კონტროლის დაკარგვა; გარემოსდაცვითი ზეწოლა.
ზემოაღნიშნული მახასიათებლები მრავლად და მუდმივად ფიქსირდება ევრობლოკის მმართველობაში. დასკვნების გამოტანა იოლია, დროის ამბავია”, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები