“ნაცობა” ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის და კიდევ ბევრი ბევრი ცუდი რამის” – ანჯაფარიძე
“შესაძლო აკრძალვის საპასუხოდ, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვერ აგვკრძალავენ, რადგანაც “ნაცობა” პარტიული კუთვნილება კი არა, “იდეა” არისო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“დიახ, “ნაცობა” ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის და კიდევ ბევრი ბევრი ცუდი რამის.
სწორედ მათ ამ ბოროტ “იდეას” უთხრა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი 2012 წელს, და მას შემდეგ არასოდეს გასჩენია სურვილი ამ “იდეის” რეანიმირების. ან კი რატომ უნდა გასჩენოდა?!”, – წერს ანჯაფარიძე.