გიორგი გამსახურდია: ელენე ხოშტარია შთამომავლობით ჯაშუშია – მან ჯაშუშური სულისკვეთებით მიჰყო ხელი სახელმწიფოებრიობის ნგრევას, ზუსტად მისი ასლია, ვინმე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც უცხო ქვეყნის ძალების სასარგებლოდ, ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ

“ელენე (ლიაკა) ხოშტარია და მისი მთლიანი ოჯახი, გახლავთ შთამომავლობით ჯაშუშები. რუსეთში, საიდანაც ეს და მისი ოჯახი, რუსულ რუბლებს იღებენ, არის ეგეთი გამოთქმა – Потомственные агенты, ზუსტად მაგ კლასტერის წარმომადგენლები არიან და უფასებენ კიდევაც ამ ხალხს“- ამის შესახებ გიორგი გამსახურდია X-ზე წერს.

ამასთან, გამსახურდია ამბობს, რომ „ზუსტად მისი ასლია, ვინმე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანერგილ თავის ცოლთან ერთად, უცხო ქვეყნის ძალების სასარგებლოდ, ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ“.

“ელენე (ლიაკა) ხოშტარია და მისი მთლიანი ოჯახი, გახლავთ შთამომავლობით ჯაშუშები. რუსეთში, საიდანაც ეს და მისი ოჯახი, რუსულ რუბლებს იღებენ, არის ეგეთი გამოთქმა – Потомственные агенты, ზუსტად მაგ კლასტერის წარმომადგენლები არიან და უფასებენ კიდევაც ამ ხალხს. მამამისი გოგი, ჯერ კანონიერ ხელისუფლებას ამხობდა, მერე კიდევ თავისი შვილი გაუგზავნა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოსამზადებლად. მერე ჩამოვიდა ლიაკა და ჯაშუშური სულისკვეთებით, მიჰყო ხელი, რუსების მოთრეულ მიშასთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევას. ზუსტად მისი ასლია, ვინმე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანერგილ თავის ცოლთან ერთად, უცხო ქვეყნის ძალების სასარგებლოდ, ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ. მათი ოპერატიული საყრდენები კიდევ, სახელმწიფო სტრუქტურებში, გვახლდნენ ე.წ. კარიერული დიპლომატები, რომლებმაც ჯერ ინფორმაციები გაიტანეს და შემდეგ კიდევ, ხელმოწერებით დაუდასტურეს ერთგულება დამკვეთებს.”- წერს გამსახურდია.

https://x.com/georgegamsa1979/status/1987087382869409873?s=46&t=2n6450-rN_L9bkkExyI1Iw

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები