ბუდვაში, საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA) პლატფორმაზე არსებულ ორგანიზაცია ReSPA-ს ღონისძიება გაიმართა

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA) პლატფორმაზე არსებულ ორგანიზაცია ReSPA-ს ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით – „მომავლისთვის მზად მყოფი საჯარო მოხელეების განვითარება: კრიზისების გადალახვა შედეგების
მიღწევის პარალელურად”.

ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახწლობის სკოლა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ მიიღო, რომელმაც მონაწილეებს სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიღწევები და განვითარების ხედვა გააცნო.

“ვიზიტის ფარგლებში, დავით გიორგაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა საჯარო ადმინისტრირების რეგიონული სკოლის (ReSPA) დირექტორთან მაია ჰანჯისკა ტრენდაფილოვასთან და სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ კოლეგებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები, გამოცდილების გაზიარების ფორმატები და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების გზები განიხილეს.

საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა საჯარო ადმინისტრირების სფეროში მოქმედი ევროპული ინსტიტუტებისა და სკოლების თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები