ლევან ნიკოლეიშვილი: ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედიასაშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა

„დიფ სთეითის“ მართულმა ორგანიზაციამ „ რეპორტიორები საზღვრის გარეშე“-მ აღმოაჩინა “დიდი დანაშაული”, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული ჰქონია მედია საშუალებები. მართლა მართულები თუ არ არიან, უკრაინაში და მოლდოვაში ათეულობით დახურულ თუ გაუქმებულ ტელევიზიებს ვერ ხედავენ და საქართველოში სად იპოვეს მიტაცებული მედია? – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

მისივე შეფასებით, ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედია საშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა.

„დიფ სთეითის“ მართულმა ორგანიზაციამ „ რეპორტიორები საზღვრის გარეშე“-მ აღმოაჩინა “დიდი დანაშაული”, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული ჰქონია მედია საშუალებები. მართლა მართულები თუ არ არიან, უკრაინაში და მოლდოვაში ათეულობით დახურულ თუ გაუქმებულ ტელევიზიებს ვერ ხედავენ და საქართველოში სად იპოვეს მიტაცებული მედია? შემთხვევით იმ ტელევიზიებს ხომ არ გულისხმობენ, რომლებიც ოპოზიციად წოდებულ ექსტრემისტულ ჯგუფებს და აგენტურას ემსახურებიან, ხან რევოლუციას გვიანონსებენ, ხან დეზინფორმაციის ნიაღვარს აფრქვევენ ან სულაც პანიკას თესავენ და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც რომ თავისუფლად მუშაობენ? ყველაზე დიდი უტიფრობა კი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედია საშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა. ტყუილების ტირაჟირებით თავის აგენტურას კი ახალისებენ, თუმცა ჩვენც ყოველ ჯერზე „დიფ სთეითის“ მხილება არ დაგვეზარება, გინდა „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ შეინიღბონ და გინდა ჯადოსნურ დემოკრატიად.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები