დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დიდი ამბავი აუტეხიათ ჩემს ნათქვამზე ჩვენს უკრაინის პატრიოტებს, არადა, უკრაინელების მომლოცველთა ჯგუფი იყო ჩამოსული და, პატივისცემის ნიშნად, რამდენიმე ლოცვა ათქმევინეს საკუთარ ენაზე სვეტიცხოველში

“დიდი ამბავი აუტეხიათ ჩემს ამ ნათქვამზე ჩვენს უკრაინის პატრიოტებს, არადა, უკრაინელების მომლოცველთა ჯგუფი იყო ჩამოსული და, პატივისცემის ნიშნად, რამდენიმე ლოცვა ათქმევინეს საკუთარ ენაზე სვეტიცხოველში”, – ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

კერძოდ, დეკანოზი ეხმაურება ოპოზიციური მედიის მიერ მისი ფრაზის – „რუსული გალობა რომ ისმოდეს ქართულ ეკლესიაში წირვაზე, რა პრობლემაა?“ გავრცელებას.

„დიდი ამბავი აუტეხიათ ჩემს ამ ნათქვამზე ჩვენს უკრაინის პატრიოტებს, არადა უკრაინელების მომლოცველთა ჯგუფი იყო ჩამოსული და პატივისცემის ნიშნად, რამდენიმე ლოცვა ათქმევინეს საკუთარ ენაზე სვეტიცხოველში.

ამ საკითხის უცოდინარ სლьяვაუკრაინათუმეებისთვის ჩამონათვალსაც დავდებ, თუ რომელი ეკლესიები იყენებენ ძველსლავურ ენას ღვთისმსახურებაში:

1. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

2. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია

3. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია

4. მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის არქიეპისკოპოსობა

5. პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

6. ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია

7. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში).

ასე რომ, რუსეთუმეს გარდა, სავარაუდოდ, ვარ ბულგარეთუმე, მაკედონეთუმე, პელონეთუმე, ჩეხეთუმე, სლოვაკეთუმე და უკრაინეთუმეც კი“, – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები