“მადლობა ყველა გულშემატკივარს, თქვენს თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი და მომიტევეთ, თუ იმედები გაგიცრუეთ” – ნონა გაფრინდაშვილი

„ნებისმიერ ტურნირში ჩემი მიზანი გამარჯვებაა, სამწუხაროდ, ამჯერად მხოლოდ ბრინჯაოს დავჯერდი”, – ამის შესახებ ლეგენდარული მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გაფრინდაშვილი გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“მოგეხსენებათ, 4 თვის წინ უმძიმესი დაზიანება მივიღე, დავეცი და სახეზე ოპერაცია და 3-თვიანი რეაბილიტაცია დამჭირდა.

უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით, ფეხზე დავდექი და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვედი, ზაფხულში ამაზე არც კი ვიოცნებებდი.

მადლობა ყველა გულშემატკივარს, თქვენს თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი და მომიტევეთ, თუ იმედები გაგიცრუეთ… ამის გამოსწორებას მომავალ წელს ჩემს იუბილეზე შევეცდები.

გულითადი მოკითხვა ყველას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სიყვარულისთვის! დავბრუნდი ჩემს სამყაროში, ჭადრაკი ხომ არსია ჩემი ცხოვრებისა“, – წერს ნონა გაფრინდაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები