ნინო წილოსანი: თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? – როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს, მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო, თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა
“თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის?” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ეხმიანება ლატვიის სეიმის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს “სტამბოლის კონვენციიდან” გამოსვლას.
მისი განცხადებით, როცა ამ ნაბიჯს ლატვია დგამს, მას არავინ აკრიტიკებს, მხოლოდ საქართველოს კრიტიკა შეიძლება თუნდაც იმის გამო, რომ ფუნდამენტური უფლება გამოიყენა და სასამრთლოს მიმართა.
“თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? თუ დამავიწყდა — როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს… მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო, თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა და გამოიყენა ფუნდამენტური უფლება, რისი წართმევაც აქამდე დაუშვებელი გვეგონა.” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.https://www.facebook.com/story.php?story_fbid=1413872357407542&id=100063543738034&mibextid=wwXIfr&rdid=xxbzAhW0pWPbpngI#
