თბილისის მერია: გლდანის I მიკრორაიონის N1–1ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. ამჯერად, სამუშაოები I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები 1400 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ დაათვალიერეს.