აკაკი ჯინჭარაძე პარაძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის რეკორდსმენია
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში პარაძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართველმა პარასპორტსმენმა აკაკი ჯინჭარაძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 250 კილოგრამი დაძლია, რითაც ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის რეკორდსმენი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 737 კგ დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი პარაძალოსნები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.