„ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი რაულ ქირია „Milky Way Scientific Journal“-ის რედაქციულ საბჭოს (აშშ) შეუერთდა
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სტუდენტური სერვისების მიმართულებით ვიცე-რექტორი, რაულ ქირია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – „Milky Way Scientific Journal“ (აშშ) სარედაქციო საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „Milky Way Scientific Journal (MWSJ)“ არის საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს და პროფესორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ჟურნალი ხელს უწყობს გლობალურ თანამშრომლობას, ინოვაციური იდეების გავრცელებას და საინტერესო სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებას.
რაულ ქირია ვიცე-რექტორის პოზიციას „ევროპის უნივერსიტეტში“ 2025 წლიდან იკავებს. იგი ამასთანავე არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
„ევროპის უნივერსიტეტი“ ულოცავს რაულ ქირიას და უსურვებს წარმატებულ საქმიანობას!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.