გარდაბნის სოფელ ლემშვენიერაში №1 საბავშვო ბაღი გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში №1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.

რეაბილიტაციის შედეგად, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდა ბავშვების საჭიროებებზე. მოეწყო სასწავლო, სათამაშო, დასასვენებელი და ადმინისტრაციული ოთახები, ასევე კეთილმოეწყო ეზო.

პროექტი სახელმწიფომ 3.2 მილიონ ლარით დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები