სოფელ აბისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა
,,აბისში შიდა სასოფლო გზის ასფალტირება დასრულდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხი, ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და დაიგო 500 მეტრამდე ასფალტობეტონის საფარი.
სამუშაოები მიმდინარეობდა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსეით.
პროექტს ახორციელებდა შპს „ჰედეფ ჯორჯია”.