პოლონეთის 3 ქალაქში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის მსხვილ ქალაქებში: ვარშავა, კატოვიცე, პოზნანი მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
კამპანიის ფარგლებში, პოლონეთის ქალაქებში პრეზენტაციები და ე.წ. როუდშოუები მიმდინარეობს. ღონისძიებების პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია B2B ფორმატის ფარგლებში, თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრებს მართავს პოლონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.
კამპანიის მიზანია პოლონეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს, რომელიც მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედიაპლატფორმებთან და ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობას გულისხმობს.
ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. კამპანია სოციალურ ქსელებს, ტელევიზიებს, გამოცემებს, გარე რეკლამასა და ე.წ. როუდშოუებს მოიცავს.