გიორგი ვოლსკი: ჩვეულებრივი სტრატეგიული გეგმაა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, უნდა გამოცხადდეს როგორც ევროპული გზის მოწინააღმდეგე
“ჩვეულებრივი სტრატეგიული გეგმაა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, უნდა გამოცხადდეს როგორც ევროპული გზის მოწინააღმდეგე,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ტრენდად იქცა ეს დამოკიდებულება და ეს არ არის მხოლოდ „იმედის“ მიმართ გამოხატული პოზიცია. მაგალითად მოლდოვაში იმიტომ დახურეს ყველა სხვა ტელევიზია, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდათ, შეარქვეს რუსული და დაამთავრეს ამით სანდუს და მისი მთავრობის კრიტიკა. ეს ჩვეულებრივი სტრატეგიული გეგმაა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, უნდა გამოცხადდეს როგორც ევროპული გზის მოწინააღმდეგე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 18-მა ევროპარლამენტარმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას მიმართა, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ ტელეკომპანია „იმედის“ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია შეისწავლონ და შეაფასონ არის თუ არა გამართლებული შემდგომი ზომების მიღება.