„ლეგენდარული კინო კოსტიუმები“ – გამოფენა გაიხსნება

23 მაისს ხელოვნების სასახლეში გამოფენა – „ლეგენდარული კინო კოსტიუმები“ გაიხსნება. ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„მერწმუნეთ, ასეთი გამოფენა დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა – 23 მაისს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით – ხელოვნების სასახლეში გამოფენა „ლეგენდარული კინო კოსტიუმები“ გაიხსნება. გალერეა „ლევილი 1918“-ის თანადგომითა და იულია სოროკინას ნიღბების თანხლებით, ნეტფლიქსისა და ჰოლივუდის კინო კოსტიუმები საქართველოში პირველად გამოიფინება ექსპოზიცია ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები