26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციულად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მასშტაბური ღონისძიებებით იქნება წარმოდგენილი

„ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ამბროლაურში უმასპინძლებს სტუმრებს, სოფლის განვითარების სააგენტო ქალაქ რუსთავში იქნება წარმოდგენილი, ხოლო დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ფოთში დამთვალიერებლებს საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას გააცნობს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია – დღე, როდესაც პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს და კიდევ ერთხელ ვიაზრებთ დამოუკიდებელი საქართველოს ფასსა და მნიშვნელობას.“ – აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნატო სულთანიშვილმა.

ქალაქ ფოთში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და გამორჩეული ბიომრავალფეროვნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კოლხეთის ეროვნულ პარკს – იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანს, სადაც გამყინვარების ეპოქიდან შემორჩენილი უნიკალური ეკოსისტემები და სახეობებია დაცული.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა აღნიშნა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სტუმრებს მრავალფეროვანი საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეები დახვდებათ, რომლებიც ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის საინტერესო იქნება, ხოლო სადღესასწაულო პროგრამა გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

„ველოდებით ყველას – ბავშვებს, ახალგაზრდებსა და უფროსებს, რათა ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,“ – აღნიშნა ნატა სულთანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები