ქობულეთის მერია: ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

“კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალებს 18 წლიდან ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 24ივნისი.

განცხადებები მიიღება 📍 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,

ასევე 📩 ელექტრონულად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – kobuletimunicipality@gmail.com

მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთი პროექტი არაუმეტეს 5000 ლარით იქნება დაფინანსებული. პროგრამა ფინანსდება გამარჯვებული პირის თანამონაწილეობით.

თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 10 %–ს.

ეროვნული უმცირესობები, შშმ პირი ქალი, შშმ პირის დედა, ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, იძულებით გადაადგილებული ქალები თავისუფლდებიან თანამონაწილეობის ვალდებულებისგან.

დამატები ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 📲 599 85 63 61

ბიზნეს – იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე:

https://kobuleti.gov.ge/?p=17651“,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები