ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კორუფციაში ადანაშაულებენ – აფბა

“ნათია ჯანაშიას მხრიდან სახელმწიფო უწყებების მიმართ უარგუმენტო ბრალდებების წაყენება უკვე ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული, რაც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარ აქციონერს ერთგვარ კომიკურ მდგომარეობაშიც კი აგდებს. იმ სახელმწიფო უწყებების ნათია ჯანაშიასეულ სიას, რომლებიც მის უაპელაციო ნარატივს უპირობოდ არ იზიარებენ სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც მიემატა”, – აცხადებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე. აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდიანარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
“სამსახურებრივი გულგრილობა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ანგარებით, მესამე პირთა დასაცავად ჩადენილი განზრახ ქმედებები, კორუფციული ინტერესები… ეს სამოხელეო და სისხლის სამართლის დანაშაულებათა ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ნათია ჯანაშიას მხარე პროკურატურას, სასამართლოს, შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ბრალად უყენებს.
ყიველივე ეს ტრაგიკომიკურ ელფერს იღებს იმ ფონზე, როცა არც ერთი ამ მძიმე ბრალდების უკან არ დგას არც ერთი საგნობრივი, კონკრეტული, დადასტურებული მონაცემი და ფაქტი”, – ამბობს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე, რომელიც ორგანიზაციის მიერ წარმოებულ, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგში აქტიურად არის ჩართული.
ჯინჭარაძის მოსაზრებით, იმ სახელმწიფო უწყებათა რიგში, ვისაც ნათია ჯანაშიას მხარე უაპელაციოდ ადანაშაულებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართვა, სავარაუდოდ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ სწორედ აღნიშნული სამსახური აწარმოებს “საქართველოს განათლების ჯგუფის” მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მენეჯმენტში ცეცხლაძე-ჯანაშიას ოჯახური წყვილის ყოფნის 5 წლიანი პერიოდისას, 4 მილიონ დოლარზე მეტი რესურსის მიტაცება-გაფლანგვას უკავშირდება.
აფბას ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბიზნესდავის მონიტორინგის პროცესში, არ გამოვლენილა ერთი შემთხვევაც კი, რომ ნათია ჯანაშიას მხარეს, საჯარო წყაროებით გაევრცელებინოს რაიმე კონკრეტული ფაქტი ან არგუმენტი, რაც მათ გაცხადებულ პოზიციას, რომ მათ წინააღმდეგ მოქმედებს რომელიმე სახელმწიფო უწყება და მათი თანამშრომლები, გაამყარებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები