ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო ახალი სანქციები შეიმუშავა.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს რეგულაციაშია ნათქვამი.
„ევროკავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა, გააფართოვოს ევროკავშირის სანქციების ფარგლები ირანის წინააღმდეგ, რომლებიც თავდაპირველად [2023 წელს] რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის გამო დაწესდა. ახალი, გაფართოებული სანქციების მექანიზმი ასევე მიმართული იქნება იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია ირანის ქმედებებთან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნაოსნობის თავისუფლებას ახლო აღმოსავლეთში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ირანის ქმედებები ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
მედიის თანახმად, ახალი რეჟიმის ფარგლებში ჯერ არ შემოღებულა რაიმე კონკრეტული ზომები, ეს მოგვიანებით მოხდება.
სანქციები ტრადიციულად მოიცავს ევროკავშირში შესვლის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.