ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “Front end დეველოპმენტი” დასრულდა
ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “Front end დეველოპმენტი” დასრულდა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
“ორწლიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოსწავლეებმა საზეიმოდ, ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე მოადგილესთან, მინდია რომანაძესთან, ასევე საკრებულოს წარმომადგენლებთან და ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დაესწრო.
პროფესიულ ინტეგრირებულ პროგრამას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლები 2024-2025 სასწავლო წლიდან ახორციელებენ. „კომპიუტერული ქსელი და სისტემები” – პროგრამა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლაში: სსიპ ქალაქ ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში, სსიპ ბადრი ბერაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლასა და სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს”,- წერია ინფორმაციაში.
