ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე შეუძლოდ გახდა – მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.