საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ საკითხებს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა არსებული პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები