ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც “ნაცრეჟიმის” ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობაგანადგურებული სხვა ქალების მსგავსად – კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა

ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ჟორჟოლიანი ციხიდან სიცილ-კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა და არა ისე, როგორც “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ციხეში ნატანჯი და ჯანმრთელობაგანადგურებული ქალები გამოდიოდნენ.

“ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ.

გამოვიდა ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა ნაცრეჟიმის დილეგი გვანცა ყუფარაძემ, რომელიც 14 წლის ასაკში გაასამართლეს შეთითხნილი ბრალდებით.

ნანუკა გამოვიდა ციხიდან ისე კი არა, როგორც ნაცრეჟიმის 6-წლიანი ტყვეობიდან ძლივს სულგამოტანილი, უდანაშაულო ნორა კვიციანი.

არც ქეთევან ზარნაძის, არც ხათუნა ჯანაშვილის და არც ნაცრეჟიმის ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობაგანადგურებული სხვა ქალების მსგავსად არ გამოსულა ნანუკა 3-დღიანი პატიმრობიდან.

სიცილ-კისკისით და კუნტრუშ-კუნტრუშით გამოვიდა, როგორც რუსულ – ჩინურ-ირანული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ რევოლუციის ამორძალს შეეფერება.” – წერს ხუბუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები