აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხულოში მეკარტოფილე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში მეკარტოფილე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით,
შეხვედრა მიმდინარე წელს აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ფერმერებისთვის სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ კარტოფილის უვირუსო ქართული ჯიშის სუპერელიტური სარგავი მასალის გადაცემას უკავშირდებოდა და
მიზნად ფერმერებისთვის აგროტექნოლოგიური რეკომენდაციების გაცნობასა და ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოების ხელშეწყობას ისახავდა.
“პროექტის ფარგლებში სარგავი მასალა ფერმერებში გავრცელდა და კარტოფილის სარგავი მასალის წარმოებისთვის განკუთვნილს ნაკვეთებზე განთავსდა. ცენტრის სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ჯიში სერტიფიცირებული და გამოცდილია,
მაღალხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებისა, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი საპროდუქტე კარტოფილის მიღებას.
შეხვედრის ფარგლებში ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ცენტრის მიერ გადაცემულ კარტოფილის ჯიშებზე, სერტიფიცირებული მასალის წარმოებაზე, აგრობიოლოგიურ მახასიათებლებბზე, აგროტექნიკურ ღონისძიებებზე, დაავადებების
მართვისა და მაღალმთიან პირობებში მოვლა-მოყვანის სპეციფიკის შესახებ.
შეხვედრას, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზავა, მირიან ქათამაძე, დარგის სპეციალისტები და მეკარტოფილე ფერმერები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.