13 ოქტომბერს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ღონისძიება გაიმართება
13 ოქტომბერს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი გრანდიოზულად იწყებს 2025/2026 სასწავლო წელს. პირველკურსელთა საზეიმო მიღება 13:00 საათზე, ახალი სპორტის სასახლეში გაიმართება.
“ღონისძიებას გახსნის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ტრისტან გულბიანი. სტუდენტებს გაეცნობათ უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმები, სტუდენტური თვითმმართველობის პროგრამები, კარიერული განვითარებისა და სპორტული-კულტურული აქტივობები. ასევე წარადგენენ სასწავლო პროცესსა და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, საუნივერსიტეტო სტიპენდიების შესაძლებლობებს.
ღონისძიებას დაესწრებიან სპორტისა და განათლების სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები.
სპორტის უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს სტუდენტურ ცხოვრებაში და გპირდებათ ცოდნისა და უნარების განვითარების მდიდარ გამოცდილებას,”- წერია ინფორმაციაში.