ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც კუპრავას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
თავის მხრივ, დაცვის მხარემ 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავება.