სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრ, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურორის თქმით, დანაშაული ჯგუფურად და მძიმე კატეგორიის ფარგლებში არის ჩადენილი, რაც ქმნის ბრალდებულის მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს.

თავის მხრივ, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

სასამართლოს შემდეგი სხდომა 20 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურამ მათ ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინა, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები